გველესიანი ოლეგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლეგ გველესიანი

გველესიანი ოლეგ – (1947), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ცხრუკვეთში (ჭიათურა); 1972 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი; მისი ლექსები რეგულარულად იბეჭდებოდა გაზეთებში: „ჭიათურის მაღაროელი”, „ახალი ცხოვრება” და „ნორჩი ლენინელი”, ასევე ჟურნალებში: „პიონერი” და „დილა”; სტუდენტობის პერიოდში დაწერილი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ცისკარი”, „პირველი სხივი”, „დროშა”~; 1989 წ გამოიცა მისი პირველი კრებული „საძალიხევი”. 2016 წლიდან არის გაზეთ „არაგვიანის” მთავარი რედაქტორი.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები