გვენცაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გვენცაძე

ალექსანდრე გვენცაძე – (დ. 27 ნიემბერი 1904, ამბროლაური, სოფ. ბარეული, – გ. 21 მარტი 1993, თელავი), ენათმეცნიერი, პროფესორი (1984).

1929 დაამთავრა თსუ. იქვე მუშაობდა ლაბორანტად ლექსიკოლოგიის კაბინეტში (ხელმძღვანელი პროფ. ა. შანიძე, 1929–30) მასწავლებლობდა გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის პედაგოგიურ სასწავლებლებში (1930–39). თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა მისი დაარსებიდან (1939) გარდაცვალებამდე. არჩეული იყო დეკანისა და კათედრის გამგის თანამდებობებზე (1939–74).

გვენცაძე 1932-იდან თანამშრომლობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ დაწესებულებებთან. ინტენსიურად მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების პრობლემებზე, იკვლევდა მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიისა და ლინგვისტური სტილისტიკის საკითხებს, სწავლობდა მწერლის ენას, აგრეთვე ქართული ენის მეთოდიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქეს ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, დამხმარე სახელმძღვანელოები ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

რ. ჭიკაძე


თხზულებები

  • თვლის სისტემა ქართულში, თბ,, 1960;
  • სტილისტიკის საკითხები (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., I971;
  • ქართული ენის რიცხვითი სახელი, თბ. 1972;
  • ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1974;
  • სასვენი და წერა-ბეჭდვის ტექნიკის ნიშნები, თბ., 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები