თელავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თელავიქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.

ძველ ქართულ წყაროებში თელავი XI საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, თელავი ცნობილი ყოფილა ჯერ კიდევ ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლომეს (ახ. წ. ა. II ს.) „გეოგრაფიაში“. თელავი აქ მოხსენიებულია თელედა-ს სახით.

თელავის ძველისძველ დასახლებაზე და მის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ აქ არის აგებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების საყურადღებო ძეგლი – ღვთაების ეკლესია (V-VI ს.ს.).

სახელწოდება თელავი ხალხში გავრცელებული გულუბრყვილო ეტიმოლოგიის მიხედვით სომხური თე და ლავ სიტყვებისაგან ყოფილანწარმომდგარი, რაც, თურმე, ქართულად ნიშნავს: „თუ კარგია“.

„ერთი სომეხი დასახლებულა თელავში. ძალიან მოსწონებია იქაური ჰაერი, წყალი და მეორე ძმისთვის მიუწერია, შენც აქ ჩამოდი საცხოვრებლადო. იმ ძმას მოუწერია: თე ლავ? ე.ი. თუ კარგია, ჩამოვალო“.

მკვლევართაგან დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ თელავის ამგვარი განმარტება ნაძალადევია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

აკ.შანიძე სამართლიანად მიუთითებს, რომ თელავი წარმოშობით მცენარე თელას სახელს უკავშირდება და ნიშნავს „თელნარი ადგილი“, „თელიანი ადგილი“ (შდრ. მან-ავ-ი), თაგდაპირველ ფორმად, უნდა გვქონოდა თელ-ევ-ი („თელები“), რომლისგანაც საბოლოოდ თელავ-ი მიგვიღია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები