გზების დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გზების დაზვერვა - იმ მონაცემების მოპოვება, რომლებიც საჭიროა სამხედრო-საავტომობილო გზების მომზადებისა და ექსპლოატაციისთვის, ტექნიკური დაფარვის და აღდგენის ამოცანების შესრულებისთვის; საგზაო უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი.

გზების დაზვერვის დროს განისაზღვრება საავტომობილო გზების მდგომარეობა და საგზაო-ხიდური სამუშაოების მოცულობა, ადგილობრივი საგზაო-სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების არსებობა, მათი გამოყენების შესაძლებლობა.

გზების დაზვერვა გულისხმობს რეკოგნოსცირებას და დეტალურ დაზვერვას. განხორციელების ხერხის მიხედვით გზების დაზვერვა შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო და კომბინირებული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები