გზობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გზობა − გველის დღეობა: „გზობა იციან დიდი ხუჩაფათის მომდევნო წითელ პარასკევს. ამ დღეს ტყეში არ წავლენ შეშაზე, რადგან გველების დღეობაა და გველები მოგზაურობენ. ვინმე თუ იმ დღეს შეშას მოიტანს, მას გველები მოყვება და იმ წელიწადს სახლს გველი არ მოშორდებაო”.

გზობა უფრო მეტად ქობულეთის მხარეში სრულდებოდა. გველების მოგზაურობის დღეს გველს შეეძლო ჩვეულების დაუცველობის გამო ადამიანისათვის ეკბინა, თუმცა მოსახლეობაში დაცული იყო გველით მკურნალობის ხალხური ხერხების ცოდნა – 1. წყლის პიტნას დანაყავდნენ და ცივ ხსნარს ავადმყოფს დაალევინებდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; 2. მაწონს პირში ჩაიყენებდნენ და შემდეგ გველის შხამს ამოწოვდნენ, ზოგჯერ დაავადებულს ნაკბენზე წურბელას დაადებდნენ, რომელიც სისხლს შხამიანად ამოიღებდა; 3. მკურნალებმა ნაკბენი ადგილის ამოჭრაც იცოდნენ.



ლიტერატურა== ნოღაიდელი, 2015; აბაშიძე, კომახიძე, 1998:184.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები