აპოლინერი გიიომ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიიომ აპოლინერი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიიომ აპოლინერი

აპოლინერი გიიომ - (ფრ. APOLLINAIRE GUILLAUME 1880-1918). ნამდვილი სახელი და გვარია - ვილჰელმ აპოლინარიუს კოსტროვიცკი - Wilhelm Apollinaris de Kostrowitzky). XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო მოღვაწე.

ბიოგრაფია

გიიომ აპოლინერი დაიბადა 1880 წელს რომში. იგი რუსეთის მოქალაქის ანჟელიკა კოსტროვიცკაიას, პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილის უკანონო შვილია. აპოლინერს ზრდიდა მამინაცვალი, - ფრანგი მარშალი დ’ოპიკომი. ბავშვობაში გიიომი მეტწილად კანში, ნიცასა და მონაკოში ცხოვრობდა. კოსტროვიცკაია ვაჟთან ერთად პარიზში მხოლოდ 1899 წელს გადადის საცხოვრებლად.

1901-1902 წწ. პერიოდულ გამოცემათა პუბლიკაციებში პირველად ჩნდება ფსევდონიმი გიიომ აპოლინერი. 1903 წელს აპოლინერი დაუახლოვდა ალფრედ ჟარის, რომლის წყალობითაც სატირისა და გროტესკის მიმართ ნამდვილ გემოვნებას იძენს. 1904 წლიდან აპოლინერი გატაცებულია კუბიზმითა და პრიმიტივიზმით (ძირითადად პიკასოს, მატისისა და რუსოს გავლენით). აპოლინერის მეგობართა რიცხვში არიან პოეტები - ბლეზ სანდერსი და მაქს ჟაკობი.

აპოლინერს სიცოცხლეში მხოლოდ ორი პოეტური კრებული აქვს გამოცემული: „ალკოჰოლები“ - „Les Alcools“ (1913) და „კალიგრამები“ – „Caligrammes“ (1918). მათი გამოცემით, ინტენსიური ლიტერატურულ-კრიტიკული გამოსვლებით, ახალი შემოქმედებითი იდეებითა და რაც მნიშვნელოვანია, კრიტიკული სტატიებით, პოეტმა მნიშვნელოვნად წინ გაუსწრო დადასა და სიურრეალიზმს. აპოლინერი გადაიქცა ლიტერატურული წრის აღიარებულ ლიდერად. ამ წრეში გაერთიანებულნი იყვნენ: ანდრე ბრეტონი, პოლ ელუარი, ბენჟამენ პერები, ლუი არაგონი, ფილიპ სიუპო... უკვე გვიანდელ „ალკოჰოლებში“ (1912 წლიდან) აპოლინერი პოეტურ ტექსტში უარს ამბობს პუნქტუაციაზე. მას ეკუთვნის საინტერესო ცდები, ლექსები იდეოგრამებისა („კალიგრამები“), ტერმინი სიურრეალიზმი (თუმცა მოგვიანებით ანდრე ბრეტონს უყვარდა გამეორება, რომ ამ მხატვრული მიმართულების წინამორბედთა შორის ჟერარ დე ნერვალს განასხვავებდა სიურრეალიზმის სული, აპოლინერს კი მხოლოდ მისი ასოები).
კალიგრამა

1914 წელს აპოლინერი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რასაც სწრაფად მოჰყვა მისი ფრონტზე წასვლა. თავისი მეგობრებისგან განსხვავებით ის არასოდეს ყოფილა პაციფისტი, პირიქით, მისი ომისდროინდელი პოეზიიდან მრავალი ლექსი საკმაოდ პატრიოტულიცაა. 1916 წლის მარტში თავის არეში მძიმე ჭრილობის გამო პარიზში ბრუნდება.

1917 წელს ჩნდება მისი საპროგრამო მანიფესტი „ახალი სული“, რომელშიც გაისმის პოეტის მოწოდება ახალი რეალობის, ანუ ხელოვნების მიერ სინამდვილის ახალი უბნების ათვისებისთვის. 1917 წლის ივნისში შედგა აპოლინერის სიურრეალისტური დრამის „ტირეზიას გროვები“-ს პრემიერა, ხოლო ფუტურისტული პიესა „დროთა ფერი“ 1918 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • ახალი ცნობიერება და პოეტები: [მოსაზრება] / გიიომ აპოლინერი ; თარგმანი მაია დიასამიძისა. საუნჯე 1986, N3, გვ.293-299
  • მატროსი ამსტერდამიდან: დეტექტივი / გიიომ აპოლინერი ; თარგმნა ზურაბ ცერცვაძემ ; მხატვარი ნინო ზაალიშვილი. ჩვენი მწერლობა თბილისი, 2006. 1987-7730 N25, გვ.33-35
  • მეზღვაური ამსტერდამიდან: ნოველა / გიიომ აპოლინერი. მცირე შედევრები : ალმანახი თბილისი, 2011. 1512-2557 N2, გვ.211-216
  • ზონა: [პოემა] / ფრანგ. თარგმ. გ. გეგეჭკორმა. ცისკარი თბილისი, 1971. N7, გვ.85-91
  • ონორე სიუმრაკის გაქრობა: [მოთხრობა] / გიიომ აპოლინერი ; ფრანგ. თარგმ. ლია დარაშვილმა. ლიტერატურული პალიტრა თბილისი, 2012. 1987-5063 მაისი, N5, გვ.116-117, თარგმანი
  • გამარჯვება; არის; მე თუ დავეცი: [ლექსები] / გ. აპოლინერი; თარგმ. ფრანგ.გივი გეგეჭკორის. ხომლი: უცხოური ლიტერატურის ალმანახი თბილისი, 1970. N4, გვ.262-268
  • "ვუსმენ ხმაურს ქალაქის..." და სხვ.: [ლექსები] / გ. აპოლინერი; თარგმ. მ. კვირიკაძემ. საუნჯე 1988, N2, გვ.3 გვ.125
  • ლექსები / [ფრანგ. თარგმნა გ. გეგეჭკორმა ; გ. ბუაჩიძის წინასიტყვ.]. თბ.: საბჭ. საქართველო, 1972.
  • მგზავრი.-პატარა ავტომობილი.-წითელთმიანი მზეთუნახავი.-მიწის ოკეანე: [ლექსები] / გ. აპოლინერი ; თარგმ. გ. გეგეჭკორმა. ფრანგული პოეზია: კრებული თბილისი, 1968. გვ.47-54
  • მირაბოს ხიდი: [ლექსი] / გ. აპოლინერი ; თარგმ. ლ. მეტრეველმა. საუნჯე 2003, გვ.78-79
  • მირაბოს ხიდი; ლორელაი; შემოდგომა; კავშირნი სულ მიგივიწყეს: [ლექსები] / გ. აპოლინერი; თარგმ. გ. ნიშნიანიძემ. საუნჯე 1988, N4, გვ.166-169
  • მირაბოს ხიდი: [ლექსი] / გიიომ აპოლინერი ; თარგმ. ბადრი თევზაძემ. ცისკარი 1996. N7-8, გვ.93-94
  • მირაბოს ხიდი: ლექსი / გ. აპოლინერი ; მთარგმნელი დალი ინწკირველი. კალმასობა თბილისი, 2003. თებერვალი, N2, გვ.17
  • ნიშნობა: [ლექსი] / გ. აპოლინერი; თარგმანი გ. გეგეჭკორისა. ახალგაზრდა კომუნისტი თბილისი, 1970. 27 აგვისტო
  • სნეული შემოდგომა: [ლექსი] / გ. აპოლინერი ; ფრანგ. თარგმ.ლ. ტუსიშვილისა. ახალგაზრდა კომუნისტი თბილისი, 1974. 19 ოქტომბერი
  • ღრუბლის აჩრდილი; ვარდების რთველი; ჯოჯოხეთი; დამშვიდობება; ბაყაყების საუფლოში; ფანჯრები: [ლექსები] / გ. აპოლინერი; თარგმ. ნ. თარგამაძემ. საუნჯე 1988, N3, გვ.154-160
  • ღრუბლის ფანტომი: [ლექსი] / გ. აპოლინერი ; ფრანგ. თარგმ. ლ. ბერძენიშვილმა. გულანი თბილისი, 1991. N1, გვ.55-57
  • შემოდგომა; ღამე; რეინზე : [ლექსები] / გ. აპოლინერი ; თარგმ. ბ. თევზაძემ. ჭოროხი 1996, N2, გვ.107
  • "ჯერ კიდევ ტირის ძველი სამყარო...": [ლექსი] / გ. აპოლინერი ; ფრანგ. თარგმ. ნ. თარგამაძემ. საუნჯე 2003, N5-6, გვ.72
  • 1909: [ლექსი] / გიიომ აპოლინერი; ფრანგლ. თარგმნ. გივი გეგეჭკორმა. ლიტერატურული პალიტრა თბილისი, 2012. იანვარი, N1(88), გვ.153-154
  • [ლექსები] / გ. აპოლინერი; მთარგნელი ბათუ დანელია. შინაარსი: აკვარელისტი გოგონა, ხელმეორედ ნაპოვნი კულული. კალმასობა თბილისი, 1997. 2-16 სექტემბერი, N5, გვ.8
  • მგზავრი. - პატარა ავტომობილი. - ოქროსთმიანი მზეთუნახავი : [ლექსები] / გიიომ აპოლინერი ; თარგმ. ფრანგ. გ. გეგეჭკორი. ცისკარი თბილისი, 1967. N8, გვ.89-93

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები