სააკაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი სააკაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი სააკაძე - სიაოშ სააკაძის ძე, ქალაქის (თბილისის) და ქართლის (ცხინვალის, დვალეთის, სომხითის) მოურავი / თბილისის ამირათ-ამირა 1608-1612 წწ., XVI ს-ის 90-იან წწ.

სვიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. 1600-1606 წწ. იყო გიორგი X-ის თანამებრძოლი, შემდეგ მოღვაწეობდა ლუარსაბ II-ის კარზე. 1608-1612 წწ-ში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ დასს, რომელიც იბრძოდა მეფის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. 1612 წ-დან, ქართლიდან დევნილი, ირანის შაჰის სამსახურშია. 1619 წ. შაჰმა იგი სვიმონ II-ის ვექილად დანიშნა. 1625 წ-ს კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ყიზილბაშთა წინააღმდეგ. მასთან განხეთქილების შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში, სადაც დაინიშნა კონიის ვილაიეთის მმართველად. აქ იგი მოკლეს დიდი ვაზირის ხუსრევ ფაშას ბრძანებით. მოიხსენიება თანადროულ ქართულ და სპარსულ ნარატიულ წყაროებში, ქართულ, სპარსულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში.


წყაროები და ლიტერატურა

ვახუშტი 1973: 420; პალ 2007: 92-95; სის 1961: 14, 38; ქსის 1955: 52, 83, 85; ისქანდერ მუნში 1969: 73, 115, 121, 123, 124, 125, 132; ТКПФ 1955: 24, 38; სინ 1973: 255-261, 273-275, 277-283; ბერძენიშვილი 1966: 114-115.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები