გიორგი II (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი II. 1072-1089 წ.

გიორგი მეორე - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში. (დასაწყისი ბაგრატ მეოთხესთან). გიორგი მეორე საქართველოს ტახტზე ავიდა 1072 წელს მამის, მეფე ბაგრატ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ. იგი იყო მამაცი, ქველი, მაგრამ რბილი ნებისყოფისა და მერყევი, მოტრფიალე ნადიმობისა და ნადირობის, მაშინაც კი, როცა ქვეყანა განსაცდელში იყო.

1074 წელს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ საქართველოს. გიორგიმ ისინი ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. იმავე წელს ბიზანტიის განთქმულმა ქართველმა სარდალმა და პოლიტიკოსმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ მისცა ქალაქი კარი.

1079-1080 წლებში საქართველოში დაიწყო დიდი თურქობა, ქვეყანა აოხრდა, გაიძარცვა და გაწყდა. გიორგი მეორე იძულებული გახდა სულთან მალიქშაჰს სწვეოდა ზავისთვის. მალიქ-შაჰმა მაოხრებელი ლაშქრობები შეწყვიტა საქართველოზე, გიორგი მეორეს ძალიან დიდი ხარკი შეაწერა. გიორგიმ კახეთის შემოერთება სცადა და ვეჟინის ციხეს ალყა შემოარტყა, რომელიც მთელი შემოდგომა თოვის დაწყებამდე გაგრძელდა. როცა კარგად ჩამოთოვა გიორგიმ ვეჟინს ალყა მოხსნა და აჯამეთის ტყეებში წავიდა სანადიროდ.

1088 წელს საქართველო საშინელმა მიწისძვრამ დააქცია. 1089 წელს გიორგი მეფე მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს თექვსმეტი წლის დავითს (შემდგომში დავით მეოთხე, აღმაშენებელს) გადაულოცა. გიორგი მეორე გარდაიცვალა 1112 წელს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები