გლოსინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუზი ცეცე

გლოსინები - (Glossina; ბერძნ. glossa) – ბუზები ცეცე – სისხლმწოვი მწერების გვარი; მიეკუთვნება Muscidae-ს ოჯახს, Brachicera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. სისხლს წოვენ როგორც მდედრი, ისე მამრი ინდივიდები. გავრცელებულია აფრიკაში. ცხოველებისა და ადამიანების ტრიპანოსომოზების აღმძვრელების სპეციფიკური გადამტანები.

უმთავრესი სახეობებია:

Glossina palpalis (ლათ. palpare დაუთოება) – გავრცელებულია იმ რაიონებში, რომელთა ფართობები ირწყვება მდინარეების – სენეგალის, ნიგერიის და კონგოს წყლებით;
G.morsitans (ლათ. morsitare კბენა) – გავრცელებულია სენეგალიდან (დასავლეთი) ეთიოპიამდე (აღმოსავლეთი), ასევე ბოტსვანისა და ზამბიის სამხრეთში;
G.pallidipes (ლათ. pallidus მკრთალი) – აღმოსავლეთ აფრიკული სახეობა.




წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები