გლუვლულიანი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Winchester 1200

გლუვლულიანი იარაღი - იარაღი, რომლის ლულის არხი არის გლუვი.

XIX საუკუნემდე ყველა იარაღი იყო გლუვლულიანი, წინა მხრიდან დასატენი და ისროდა სფერულ ჭურვს (ტყვიას). იგი შეიცვალა კუთხვილიანი იარაღით.

XX საუკუნეში გამოჩენილ გლუვლულიანი იარაღის (ნაღმსატყორცნები, არაუკუმგორავი ქვემეხები, ყუმბარსატყორცნები და ზოგიერთი სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები) აქვს პრინციპული განსხვავება - ისვრის დაგრძელებული ჭურვით (ნაღმით, ყუმბარით), რომელიც ფრენის დროს დაბოლოების ფრთებით სტაბილურდება.

განსხვავდება რა კონსტრუქციის სიმარტივით, კუმულაციური საბრძოლო მასალის მოქმედების ამაღლებული ეფექტით (ტრიალი ამცირებს კუმულაციურ ეფექტს) და ლულის გამძლეობით, გლუვლულიანი იარაღი ვერ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე სროლას, პირველ რიგში ჭურვის ფორმის ცუდი აეროდინამიკურობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები