გოგიას ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგიას ციხე – ციხე (X-XIV სს.) საქართველოში, ქ. ბორჯომში, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეზე, მაღალ გორაკზე.

ნაგებია ქვით. დარჩენილია მისი ერთი კვადრატული ფორმის კოშკი. კოშკის სიმაღლე 8 მეტრ სიმაღლისაა. კოშკი ორსართულიანია. კედლებზე გამართულია სათოფურები. გადმოცემის თანახმად, იგი აუშენებია გოგია ავალიშვილის. იგი უნდა იყოს აგებული XVIII საუკუნეში და ამიტომ ვახუშტის რუკაზე არ არის აღნიშნული. შემორჩენილია ნანგრევები – კედლის ნაშთები, კერამიკული მილი და სხვ. ციხე ეკუთვნოდა ავალიშვილების საგვარეულოს. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის გამგებლობის პერიოდში, ციხეში იდგნენ კაზაკები, მათ შორს ყოფილან ქართველებიც.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები