გორდეზიანი რისმაგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რისმაგ გორდეზიანი – (დ. 9 აპრილი 1940, თბილისი), ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1963). გორდეზიანი არის საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1987), ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (1971), საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1977). სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თსუ კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 1989–2006 წლებში ამ კათედრის გამგეა. ხელმძღვანელობს თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიას (1982-იდან). 1993-იდან იყო თსუ პრორექტორი სასწავლო დარგში. 1997 სათავეში ჩაუდგა თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სტატია და მონოგრაფია ჰომეროლოგიის, ეგეისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ანტიკური ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის, ქართველოლოგიის სფეროში ქართულ და უცხო ენებზე.

გორდეზიანი გამოდის მოხსენებებით და კითხულობს ლექციებს საზღვარგარეთის (საბერძნეთი, გფრ, რუსეთი, იტალია, აშშ) სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში. სამეცნიერო ნაშრომებისათვის მიენიჭა საუნივერსიტეტო (1970), რესპუბლიკური (1971), საკავშირო (1973) პრემიები.

ნ. ტონია



თხზულებები

  • „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, თბ., 1970;
  • ეტრუსკული და ქართველური, თბ., 1980;
  • წინარებერძნული და ქართველური, თბ.,1985;
  • ბერძნები საქართველოში (კოლექტიური მონოგრაფია), თბ., 1990;
  • ბერძნული ცივილიზაცია, ტტ. I–2, თბ., 1989-97;
  • ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა, თბ,, 1992;
  • ქაოსიდან კოსმოსამდე, თბ., 1997;
  • ბერძნული ლიტერატურა, თბ., 2002;
  • კლასიკური ფილოლოგიის შესავალი (მე-2 გამოც), თბ., 2007;
  • მედიტერანულ-ქართველური მიმართებები. ტ. 1–3, თბ., 2007.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები