გოსტიბეს კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოსტიბეს კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს განაპირას, აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი (8,3 X 9,1 მ) ოთხსართულიანია, კუთხეები მომრგვალებული აქვს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, პირველი სართული მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი მეორე სართულზე, დასავლეთ კედელშია. პირველი სართული ყრუა. მესამე, საცხოვრებელი სართულის აღმოსავლეთ კედელში ბუხარია, ჩრდილოეთისაში - ორი სათოფური, ხოლო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - პატარა სწორკუთხა სარკმლები. მეოთხე სართულზე, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, ორ-ორი შეწყვილებული სარკმელია. სართულშუა გადახურვები ხის ყოფილა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით უკავშირდებოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები