გოცირიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ გოცირიძე

გოცირიძე ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე (16.II.1872, თბილისი - 30.VII.1949, თბილისი) - ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1924). ეს წოდება მიენიჭა მესამეს ვასო აბაშიძის და ვანო სარაჯიშვილის შემდეგ.

სარჩევი

ბიოგრაფია

1893–1921 წლებში მუშაობდა მღებავად თბილისის რკინიგზის დეპოში. პარალელურად მონაწილეობდა სახალხო წარმოდგენებში, მღეროდა ი. რატილის და ს. კავსაძის გუნდებში. 1919 წლის 7 დეკემბერს არტისტული საზოგადოების დარბაზში, „სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველ და აგრონომ სტუდენტთა კავშირის გასაძლიერებლად“, დიდი საღამო გაიმართა, სადაც ნიკოლოზ გოცირიძე მონაწილეობდა. 1920 წლის 26 დეკემბერს მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამო გაიმართა, სადაც ნ. გოცირიძე მონაწილეობდა.

1921 წელს მიიწვიეს რუსთაველის თეატრში, 1930 წლდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გაითქვა სახელი ვაჭარ–ხელოსანთა ტიპების განსახიერებით. პოპულარობა მოუტანა ჯერ კიდევ მუშათა სცენაზე შესრულებულმა როლებმა. დიდ სცენაზე მისი პირველი როლი იყო ზაზა (დ. ერისთავის „სამშობლო“). ნ. გოცირიძემ სცენაზე 60 წელი იმოღვაწა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ დაწერა „მოგონებები“. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გ. ბუხნიკაშვილი, ნიკო გოცირიძე, თბ., 1972 წ. ; გ.
  • გრიშაშვილი, ნიკო გოცირიძე, ტფ., 1934;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №277;
  • გაზ. სახალხო საქმე, 1920, №1012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკო გოცირიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები