გრანიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრანიტი

გრანიტი − (იტალ. Granito < ლათ. granum მარცვალი), რუხი, ცისფერი ან მუქი წითელი შეფერილობის ბუნებრივი მთის ქანი. შედგება კვარცის, მინდვრის შპატისა და ქარსისაგან. ის დედამიწის ქერქში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქანია.

სიმკვრივე 2600 კგ/მ3,
სიმტკიცე კუმშვაზე 300 მპა.

მინერალური შემადგენლობის მიხედვით ორნაირია: პლაგიოგრანიტი (ღია გოგირდისფერი, ადგილადგილ ვარდისფერი შეფერილობით) და ალიასკიტი (ვარდისფერი, კალიუმ-ნატრიუმის მინდვრის შპატის იშვიათი გამოსახულებით).

გრანიტი წარმოადგენს ყველაზე მკვრივ, მაგარ, მტკიცე მასალას. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ფასადების მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. მედეგია წყლის, ყინვისა და ჭუჭყის მიმართ. ინტერიერებში ხმარობენ კედლების, კიბეების, კოლონების გასალამაზებლად. ბაღებსა და სკვერებში – ძეგლების, ქანდაკებების, ბარელიეფების დასამზადებლად, მონოლითური იატაკების და მოედნების მოსაწყობად. უნდა გვახსოვდეს, რომ გრანიტის გამოყენება საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებზე მიზანშეუწონელია, რადგანაც ახასიათებს შედარებით მაღალი რადიაციური ფონი. საქართველოში გრანიტის საბადოებია სვანეთში, რაჭასა და აფხაზეთში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები