გრიგოლი (მხატვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლი – (XVIII ს.), მხატვარი და ოქრომჭედელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი ნიკოლოზის შეკვეთით ღვთისმშობლის ხატის განმაახლებელი. ხატის ამჟამინდელი ადგილ-სამყოფელი უცნობია. მის უკანა მხარეს მოთავსებული ყოფილა ვრცელი წარწერა ხატის ისტორიით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხატი „გურიელს ქაიხოსროს საათაბაგოდან ჩამოუსვენებია“ შემოქმედში. წარწერის ბოლოს ნათქვამი ყოფილა: „ქ. ღმერთო, მოიხსენე უსტა ამის მხატვარი და ოქრომჭედელი გრიგოლ. ამინ“. „უსტა“ აქ, როგორც ჩანს, ოსტატის აღმნიშვნელი ტერმინია.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი., 1987; Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Аджарии, СПБ., 1988.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები