გუდალეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდალეთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთის დასავლეთით, თაგვიანთ უბანში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შვერილი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ მხარესაა. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. აფსიდის სარკმელში შემორჩენილია შელესილობა, რომელზეც მოხატულობის კვალი ჩანს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები