გუდურბაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდურბაჲ / ჰჲუსემეჲ / ჰოსსაჲ (ყუმ. Гудурбай / Гьюсемей / Гьоссай) – ყუმიკური რიტუალი; სრულდებოდა აუცილებლად ყმაწვილთა მიერ შემოდგომაზე, მოსავლის აღების დროს, მხოლოდ საღამო ჟამს; ბიჭები სოფელში აწყობდნენ საწესო მსვლელობას, ყოველ ოჯახის ჭიშკართან შეჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

„გუდურ-გუდურ-გუდურბაჲ!
ჰოსსაჲ! (მისამღერი)
ვინ ნახა გუდურბაჲ?
ვინ მიესალმა მას?
გადადე შენი მისალმება,
უმჯობესია, ტომარა ფეტვით აავსო“.

ამ სიმღერის ყველა ვარიანტში, რომელშიც ზოგჯერ ჰჲუსემეჲ და ჰოსსაჲა ნახსენები, ისმის ვედრება ხვავიან მოსავალზე, კეთლდღეობაზე, ბედნიერ ცხოვრებაზე.

მკვლევართა აზრით, შორეულ წარსულში გუდურბაჲ / ჰჲუსემეჲ / ჰოსსაჲ ყუმიკთა მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება უნდა ყოფილიყო.


ლიტერატურა

Гайдарбекова П. А. Языческие божества и поверия кумыков // Известия Российского государственного педагогического университета им. А. И. Герцена. Вып. № 55/т. 24/2008.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები