გუთნისდედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუთნისდედა – გუთნეულის მეთაური, ერქუანზე ხელის მომკიდე, ძირითადი მომუშავე. გუთნისდედა საპატიო პიროვნება იყო ძველ სოფელში, ეკონომიურად შედარებით ძლიერი.

მიწათმოქმედების ისტორია ადასტურებს რომ მიწის დამუშავებას, ხვნა-თესვას თავდაპირველად დედაკაცი მისდევდა ამის გადმონაშთი ქართულ კომპოზიტურ ტერმინშიც ჩანს მისი მეორე ნახევრის სახით (დედა). ლექსებში გუთნისდედის მიმართ ზოგჯერ პრეტენზიები ისმის: „გუთნისდედას რა აცხონებს, რა შეიყვანს საყდარშია“. ეს არა მარტო იმ მიზეზით, რომ მუშა-საქონელს ეპყრობა უდიერად, არამედ იმიტომაც, რომ უსამართლოდ ექცევა მოდგამში გაერთიანებულ დღისა და ღამის მეხრეებს. „შვიდი დღისა თითონა ხნა, არ გამივლო ერთი კვალი; პარასკევს შემატყობინა; შაბათს შენი ალო არი“. ფოლკლორში რეალისტურადაა დაფასებული გუთნისდედის როლი და მდგომარეობა: „ვინც შენ მოგყვება გუთანო, პური აქვს ძველისძველია“. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში გუთნისდედას დიდ პატივს სცემდნენ” მის საფლავის ქვაზე ხშირად გუთნეულს ამოკვეთავდნენ.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქ. ხალხ. სიტყვ. ისტ. 1956, გე. 231-32;
  • თ, ოქროშიძე, ქ. ხალხ. შრომის პოეზია, 1961, გვ. 36-38;
  • ი. ჯავახიშვილი, საქ. ეკონ. ისტორია, I, 1939, 167-68.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები