საფლავის ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფლავის ქვა


საფლავის ქვა - მიცვალებულის სამარხზე დადგმული ქვის ძეგლი. ზოგადი სახელი ყველა ტიპის ძეგლისა, რომელიც ამ მიზნით გამოიყენებოდა. საფლავის ქვის ტიპებია ლოდი, ქვაჯვარი, სტელა, მატური, სახლის, ეკლესიისა და ეკვდერის მინიატურული ასლები, ზოომორფული (ცხვრისა და ცხენის ქანდაკებანი) და ანთროპომორფული (ადამიანის) ქანდაკებანი.

საფლავის ქვებისთვის დამახასიათებელია ქრისტიანული სიმბოლოები, მცენარეული და ცხოველური ორნამენტები, სოლარული ნიშნები, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები. უაღრესად მნიშვნელოვანია მათზე დაწერილი ეპიტაფიები. საფლავზე ქვის დადგმის წესის ცხოველმყოფელობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ დარგის აღმავლობა.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები