ლოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოდი

ლოდი - საფლავის ქვის ლოდი, ყველაზე უფრო გავრცელებული მემორიალური კულტურის ძეგლი, რომელიც გამოიყენებოდა უძველესი ხანიდან და მოიცავს უამრავ ნაირსახეობას - დაწყებული დაუმუშავებელი ქვიდან, დამთავრებული რთული სიუჟეტებითა და ბრწყინვალე ორნამენტებით შემკული ქვებით.

ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ლოდების ნაირსახეობანი: მაგ., ზანდუკისებური, კვანისებური, მშვილდისებური, ჰორელიეფიანი ლოდები, ასევე - ფიქალქვა, კუბო ქვა, ტაგრუცი და სხვა. ჩვეულებრივზე ფართო ლოდები ორი მიცვალებულისათვის იყო განკუთვნილი (ძირითადად ცოლ-ქმრისათვის), რომელთა ზედაპირზე მათი ფიგურები გამოიხატებოდა ანდა გამყოფი ხაზი იყო გავლებული, რაც უფრო საცნაურს ხდის, რომ იგი ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

გვხვდება მაღალი ჰორელიეფით ამოკვეთილი ლოდები. ასევე ლოდები, რომლებთაც ბაზილიკებისა და ეკვდერების ფორმა აქვთ მიცემული, ცრუ თაღებისა და სარკმელების შემკულობითურთ. ლოდების ფორმებში ძირითადად გამოიკვეთება სამარხი კუბოსა და ეკლესიის დეტალები, ასევე ეკლექტიკური ნაზავი სხვადასხვა არქიტექტურული ფორმებისა.

ლოდების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სამეურნეო, სახელოსნო და საბრძოლო იარაღებს, ციურ სხეულებს, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოებს, როგორიცაა - ცხვარი, მტრედი, ვაზი, ყურძენი, ნაყოფი, თევზი. საფლავის ლოდებში არეკლილია წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების დანაშრევებიც.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები