გუნებ-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნებ-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია -ფსიქიატრიას უმეტესწილად საქმე აქვს პათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობებთან, კერძოდ, გუნებ-განწყობის დარღვევებთან და ემოციური სფეროს აშლილობასთან, განსაკუთრებით კი შფოთვასთან.

„გუნებ-განწყობა“ შეიძლება გავიგოთ, როგორც ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი, რომელიც ნებისმიერ ემოციას მოიცავს (მაგ., შფოთვითი გუნებ-განწყობა). თუმცა, უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ის ისეთ კონტინუუმზე განლაგებული ემოციების აღსანიშნავადაც გამოიყენება, რომლის ერთ ბოლოზე დეპრესიაა, ხოლო მეორეზე - მანია. ამ ტერმინის პირველი მნიშვნელობით გამოყენება შედარებით იშვიათად ხდება. მეორე მნიშვნელობა ასახავს იმ ფაქტს, რომ ამჟამინდელი დიაგნოსტიკური სისტემების მიხედვით გუნებ-განწყობის (აფექტური) აშლილობები ისეთი ტიპის დარღვევებია, რომელთა განმსაზღვრელ მახასიათებლებს დეპრესია და მანია წარმოადგენს, ხოლო შფოთვითი ხასიათის და სხვა სახის ემოციური აშლილობა ცალკე კატეგორიად მოიაზრება.


ფსიქიკური აშლილობების დროს გუნებ-განწყობის პათოლოგია სამი სახითაა წარმოდგენილი:

1. შეცვლილია გუნებ-განწყობის ხასიათი.

2. ჩვეულებრივთან შედარებით მეტად ან ნაკლებად მერყევია.

3. არ შეესაბამება პაციენტის აზრებსა და ქმედებებს ან მის ამჟამინდელ მდგომარეობას.

ემოციისა და გუნებ-განწყობის ცვლილებები მერყეობის მიხედვით

ემოციები და გუნებ-განწყობა იცვლება პიროვნების ცხოვრებისეულ სიტუაციასა და საზრუნავთან ერთად. პათოლოგიური მდგომარეობის დროს ისინი შეიძლება, ნორმალურთან შედარებით, მეტად ან ნაკლებად მერყეობდეს. გუნებ-განწყობის მომატებულ ცვალებადობას გუნებ-განწყობის ლაბილობა ანუ სუსტსულოვნება ეწოდება, ხოლო ექსტრემალურ ცვალებადობას ზოგჯერ ემოციურ შეუკავებლობას უწოდებენ.

გუნებ-განწყობის ცვალებადობის შემცირებას სიჩლუნგე ან გასადავება ეწოდება. ამ ტერმინებს წინათ ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდათ, მაგრამ ახლა მათ ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. ცვალებადობის შემცირება, ჩვეულებრივ, გვხვდება დეპრესიისა და შიზოფრენიის დროს. სრულ განურჩევლობას აპათიას უწოდებენ (შენიშვნა: ამ შემთხვევაში ეს ტერმინი განსხვავებული მნიშველობით გამოიყენება, ვიდრე ყოველდღიურ მეტყველებაში).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები