გუნია ავთანდილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნია ავთანდილი – (Gunia Avtandil), (1912-1997) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), წევრკორესპონდენტი (1967), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966).

1939 წელს დაამთავრა მოსკოვის გ. პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1942-1952 წლებში მუშაობდა მოსკოვში საკ. კპ ცკ-ის აპარატში, იყო საქართველოს კპ ცკ-ის განყოფილების გამგე (1953), საქართველოს კულტურის მინისტრი (1953-1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1957-1960), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში (1960-1976), დირექტორი (1976-1991), 1991 წლიდან გარდაცვალებამდე — საპატიო დირექტორი.

ძირითადი ნაშრომები

„კვლავწარმოების ტემპები და პროპორციები საქართველოს ეკონომიკაში“. თბილისი, 1966 (რუსულ ენაზე);
„მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში“. თბილისი, 1984.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები