გუცაევი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ გუცაევი

ვლადიმერ გუცაევი – დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის რაიონის სოფელ ქედიგორაში. — სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი; სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებული და თასების მფლობელი; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976); სპორტის დამსახურებული ოსტატი (01.01.1981); ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების, ქართული და უცხოური გუნდების მწვრთნელი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1976).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი (1971-1986)
  • სპორტის სამინისტროს ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1987)
  • თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის უფროსი (1987-1991)
  • კვიპროსის საფეხბურთო კლუბ „ანოსტოსისის“ მწვრთნელი (1991-1994)
  • საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ მწვრთნელი (1995-1996)
  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი (1996-1997)
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი (1998-1999)
  • საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ მწვრთნელი (2000)
  • ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მენეჯერი (2001-2002)
  • საფეხბურთო კლუბ „მცხეთის“ პრეზიდენტი (2002-2004)
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.

სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენი (01.01.2001)

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები