დაგუშუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაგუშუ – (ჩინ. „თქმა დიდი დოლის თანხლებით“) – ჩინური სასიმღერო-თხრობითი თეატრალიზებული სანახაობა. ჩაისახა მე-18 საუკუნეში შალდუნში და გავრცელდა ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. არსებობს დღემდე. დაგუშუ მცირე ზომისაა. აკომპანემენტის სახით გამოყენებულია დოლი, რომელსაც ტრადიციულად ჰქვია დაგუ. დაგუშუს მრავალფეროვანი თემები აღებულია ხალხური თქმულებებიდან და პოპულარული კლასიკური რომანებიდან. დაგუშუში გამოყენებულია ლიტერატურული ენის ზოგიერთი ელემენტები. დაგუშუზე ზეგავლენა მოახდინა დედაქალაქის დრამამ. არსებობს დაგუშუს ადგილობრივი ნაირსახეობები, რომელთა საშემსრულებლო სკოლები სპეციალიზდებიან ისტორიულ, სასიყვარულო, სახუმარო პიესებზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები