დადიანი გიორგი (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (I) დადიანი - ძე ბედან (II)-ისა; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი დაახლ. XIII ს-ის 70-90-იან წწ-ში მამის გარდაცვალების შემდგომ. იგი ბედან (II)-ის სიცოცხლეში შერგილ დადიანთან ერთად იხსენიება წალენჯიხის ხატის წარწერაში: „მინდობილნი შენნი, მანდატურთუხუცესი დადიანი ბედან და მე, ძე მათი, მეორედ მამკობი დადიანი გიორგი, და მე, დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი ნათელ, მესამედ მამკობნი ხატისა“. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცეს გიორგი (I)-ს აუშენებია ხობის ტაძარი, რაზედაც იუწყება ჩრდილოეთ კედელზე საქტიტორო გამოსახულების თანმხლები ფრესკული წარწერა: „რისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდვენ ღმერთმან“.

ვახუშტის ქრონოლოგიით, გიორგი დადიანი გარდაიცვალა 1323 წ. მას მიაწერს ისტორიკოსი ცხუმის საერისთვოს მიტაცებას და ოდიშის საზღვრების ანაკოფიამდე გაფართოებას, მაგრამ ვახუშტის ცნობას არ ეთანხმება სხვა წყაროთა მონაცემები (ხობის მაცხოვრის ხატის წარწერა, ხობის ფრესკული წარწერა, ჯვრის მონასტრის აღაპები), რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი (I) დადიანი შეუძლებელია ოდიშის ერისთავი ყოფილიყო 1323 წ-მდე და რომ მის შემდეგ ოდიშის ერისთავობა მიუღიათ ჯერ შერგილ დადიანს და შემდგომ მის ძეს ცოტნეს.


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 894;
  • თაყაიშვილი 1914: 227;
  • ბერაძე 1999: 139;
  • ბახტაძე 2003: 242.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები