დადიანი გრიგოლ (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ დადიანი

დადიანი გრიგოლ – (1814 – 1902), პოეტი. ფსევდონიმები – იოანე მეგრელი, კოლხიდელი, მეგრელი. 1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა „რუხის ბრძობრძოლა”, რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ „ვეფხისტყაოსნის” თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში.


სოფელი (ფრაგმენტები)
ვჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
მე მისგან განკვირვებული!
ვინ იცნოს ძვალნი, მოყვასნო,
ცეცხლითა ძალთა დამწველის,
სასტიკის მეხის მებრძოლთა,
მეფეთა კვერთხის მტვრეველის,
დესპოტის, გმირის, ამაყის,
სიმხნისა სიმხნით მლეველის,
საძრწუნო ნაპოლეონის,
დიდთა მეფეთა მძლეველის?
ვჭურეტ სოფელს დაფიქრებული,
მე მისგან განკვირვებული!
სადა არნ ესე ოდენნი
გმირნი და მეფე ცხებულნი,
მდიდარნი, ბრძენნი, მოხუცნი,
კეკლუცნი გაელვებულნი?
ვინ იცნოს ძვალნი, მოყვასნო,
მატლთაგან განშიშვლებულნი?
ერთია ყველა საფლავშიდ,
სოფლისა დაბადებულნი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები