დადიანი ლულუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლულუ დადიანი

დადიანი ლულუ – (1942), ქართველი მთარგმნელი და მხატვარი. დაიბადა თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ, 1973 წლიდან სწავლობდა თსუ-ს ხელოვნების ფაკულტეტზე და იმავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; გაიმართა მისი არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისსა თუ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში; ლულუ დადიანი ეწევა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას, თარგმნილი აქვს რუსული და გერმანული პოეზიის წარმომადგენელთა პოეტური ნიმუშები, მათ შორის — რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიები” და „სონეტები ორფევსისადმი”.


რაინერ მარია რილკე
ლულუ ალბერტ-ლაზარდისადმი
თარგმნა ლულუ დადიანმა
როგორც ფრინველნი, შეხიზნულები
ძველ სამრეკლოთა ვეება ზარებს,
გაეცლებიან ხმებს შემაზარებს
და დილის ჰაერს შელეწილები,
ფრენამისჯილნი, ფრთაგაშლილები
კოშკებს არშიად შემოუწრენ
მშვენიერ შიშის ასოხვიარებს...
ამ ზართა ზრიალს რაც ვეზიარეთ,
გულისგულს ყოფნა არ გვიწერია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები