დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლა – მიზნის მიმართულებით არტილერიის (რომელიც არ ჩანს საცეცხლე პოზიციიდან) სროლა, რომლის დროსაც ქვემეხის დამიზნება ხდება: ჰორიზონტალურ სიბრტყეში -დამიზნების წერტილის მეშვეობით, ვერტიკალურში - გვერდითი თარაზოს მეშვეობით.

ცეცხლის მართვა ხორციელდება საარტილერიო ქვედანაყოფების (ნაწილების) მეთაურების მიერ სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტებიდან, რომლებიც საცეცხლე პოზიციებიდან მოშორებითაა განლაგებული. სახმელეთო არტილერიაში საცეცხლე ამოცანების უმეტესობა დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლით ხორციელდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები