დედეი-ოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედეჲ-ოლ-ი || დედეჲ-ოვ-ი (მთ. ებრ. Дедей-ол || Дедей-ов – „წყლის დედა“) – ანთროპომორფული დემონოლოგიური პერსონაჟი, მაქცია მთის ებრაელთა მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავთ საშინლად მახინჯი, ტერფებამდე დასული შავი ფერის თმებით, ზოგჯერ თეთრი ტანსაცმლით მოსილი ქალის სახით; ცხოვრობს დასახლებული პუნქტის მოშორებით, ტყეში, მდინარესთან ან ნაკადულთან; იკვებება მშობიარე ქალის გულ-ღვიძლითა და ფილტვებით; მსხვერპლთან მისი რომელიმე ნათესავის სახით მიდის, აცლის შიგნეულს და უმალ ტყეში ბრუნდება, რათა ნადავლი მდინარის წყალში ამოავლოს და გადასანსლოს, რის შემდეგაც მშობიარე კვდება. თუ ხანჯალშემართული მამაკაცი დედეჲ-ოლს უკნიდან თმებში ხელს ჩაავლებს და მოსთხოვს, რომ თავისი გვარის ფეხმძიმე ქალებს არაფერი დაუშავოს, დემონი იძულებულია შემპყრობის ბრძანება შეასრულოს: იგი იძრობს ერთ ღერ თმას და მამაკაცს ფიცით გადასცემს.

სპეციალისტები თვლიან, რომ დედეჲ-ოლის შესახებ რწმენა ჯერ კიდევ სასანიდურ ეპოქაში ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში გადმოსახლებულ მთის ებრაელებს ირანული მითოლოგიიდან აქვთ ნასესხები.


ლიტერატურა

  • Авшалумова Н. Х. Языческие обычаи, обряды и праздники татов-иудаистов Дагестана // Таты-иудаисты. Кн., I. М., 1993 (материалы к серии «Народы и культуры». Вып. XXIII;
  • Анисимов И. Ш. Кавказские евреи-горцы // Сборник материалов издаваемый приДашковском этнографическом музее. Вып. III. М., 1888;
  • Семенов И. Г. Иранские элементы в демонологии горских евреев // Этнографическое обозрение. 2013, № 5.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები