დენგაკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენგაკუ – (იაპ. – „მინდვრის მუსიკა“), ძველი იაპონური მისტერიის, კაგურას ნაირსახეობა; აღმოცენდა VII–VII საუკუნეებში. მე-12 საუკუნეში ჩამოყალიბდა როგორც ხალხური მუსიკალური წარმოდგენების ერთ-ერთი ფორმა საწესჩვეულებო სიმღერებით და ცეკვებით იმართებოდა ბრინჯის თესვის და მოსავლის აღების დროს. დენგაკუმ სარუგაკუსთან ერთად, ბუგაკუს თეატრალური ფორმა შეცვალა და საფუძვლად დაედო ნოოს თეატრს. მე-15 ს. მოყოლებული, დენგაკუ თანდათან თეატრს უთმობს ადგილს, მაგრამ მე-17 ს. კვლავ აღორძინდა მხედართმთავარ ტოკუგავა იეიასუს საპატივცემულო დღესასწაულებში. დღესდღეობით დენგაკუ პოპულარულია იაპონიის სოფლებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები