დენტალური თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენტალური თანხმოვნები – (ლათ. dentalis – კბილისმიერი), კბილისმიერი თანხმოვნები, რომლებიც ზედა საჭრელ კბილებთან წარმოიქმნებიან ქართულ ჩქამიერ ბგერათგან ასეთებია ხშული მსკდომები (, , ). მათი წარმოთქმისას ენა ებჯინება კბილებს, დროებით გზას უღობავს საწარმოთქმო ჰაერნაკადს ხოლო ამ ბგერებისთვის დამახასიათებელი სკდომის ხმაური (ჩქამი) სწორედ ენისეული ხშვის ერთბაშად მოშლის (სკდომის) დროს წარმოითქმება.

კბილისმიერებად მიიჩნევა და ბგერებიც, რადგან ენა კბილებს მათი წარმოთქმის დროსაც ებჯინება. ზემოთ ჩამოთვლილი კბილისმიერი ბგერებისაგან განსხვავებით სონორ ნ და ლ ბგერათა წარმოსათქმელად საჭირო არაა არც კბილებთან ენისეული ხშვის მოშლა და არც აქ (ან სადმე სხვაგან) წარმოქმნილი ჩქამი. ცხვირისმიერი (ნასალური) ნ-ს წარმოთქმისას ენის კბილებზე მიბჯენა და ჰაერის ნაკადისთვის გზის დახშვა ემსახურება ამ ნაკადის მხოლოდ ცხვირიდან გამოდინებას, ხოლო გვერდითი (ლატერალური) ლ-ს წარმოთქმისას – მის მიშვებას გვერდითი მიმართულებით, ლოყის გასწვრივ სხვადასხვა ბგერის მეზობლობამ შეიძლება გამოიწვიოს დ, თ-ის წარმოების ადგილის უკან (ნუნებისაკენ, ნუნებზე) გადაწევა: დოქი, თოხი, ტუჩი…

ზ. ჯაფარიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები