დერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დერგი

დერგი - დიდი ზომის თიხის ქილა, გამოიყენება ყველის, მარცვლეულისა და მზა პროდუქტის შესანახად.

გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას „სახორბლე“ და „საფქვილე“ დერგებსაც უწოდებენ. ანალოგიური ფორმისა და დანიშნულების ქილები აღმ. საქართველოში ცნობილია სახელწოდებით:

  • „ქოცო ქილის“,
  • „მწნილის ქილა“,
  • „ძირის ქილა“ (კახეთი),
  • „საქალაქო ქილა“,
  • „საარაგვო ქილა“ (ქსნის ხეობა),
  • „ყველის ქილა“.

დერგების მრავალფეროვანი ნიმუშები უხვად ფიქსირდება საქართველის არქეოლოგიურ ძეგლებზე რაც ამ ჭურჭლის ინტენსიურ გამოყენებაზე მიუთითებს.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები