დვალურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დვალურა

დვალურა – (Polygonum vivparum L. = Persicaria vivipara [L.] Ronse Decr.); ოჯახი: მატიტელასებრნი (Polygonaceae).

15-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივი, ძირთან შეფოთლილი. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, ელიფსური ან ლანცეტა ფორმის. ქვედა მხარე – შიშველი ან შებუსული. აქვს 2-3 ღეროსეული ლანცეტა, მჯდომარე ფოთოლი. ყვავილედი ცილინდრული თავაკია. ყვავილსაფარი თეთრია ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე.

აჭარის ხალხურ მედიცინაში დვალურას ფესვებს გაზაფხულზე ანდა შემოდგომაზე იღებდნენ, ახმობდნენ და ფხვნილს კუჭის აშლილობის სამკურნალოდ იყენებდნენ. ფესვების ნახარში ღრძილების ტკივილის, მუწუკების – გამონაყარის სამკურნალოდაც გამოიყენებოდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები