დოშლუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოშლუღი

1. პერანგის ანდა ახალუხის გულისპირი: ხშირად „ისეთ პერანგს კინტოები იკერავდნენ, თუ შეგიმჩნევიათ, რომ გულისპირი სხვა ნაჭრისაა ... ამბობენ კიდევ: დოშლუღიანი ახალუხიო, ე. ი. − ახალუხიო ... ტანზე იცვამდა შავს პრუნელის დოშლუღიანს ახალუხს”;

2. ახალუხის გულისპირი ორპირად შესაკვრელი, ღილებით ჩამწკრივებული, საკუთრივ: საგულე, სამკერდული: „დოინჯს შემოიყრის, ქუდს შეიკეცავს, ჩითმერდინსაც ყელზე დოშლუღად გადაიგდებს”, „ჩითის პერანგზე ეცვა სხვა წითელ-გულისპირიანი პერანგი დოშლუღის მაგივრად”, „იმისი პატივისცემული ღიპი ქიშმერის დოშლუღში იყო გამოკვა რთული”. თედო სახოკია: „ყველას ერთგვარად აცვია ტანთა: შალის მოკლე ჩაქურა, დოშლუღი, ნაოჭებიანი, ტოტებ ვიწრო ძიგვა, შალისავე სქელი ჭრელი წინდები, და ქალამნები, წელზე ბრტყელი ქამარი აქვთ შემორტყმული, სრულებით სადა”.



ლიტერატირა

სახოკია, 1985 146; „კვალი”, N7, 1897; „ივერია”, 79, 1888; გრიშაშვილი, 1997.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები