დუმილის ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუმილის ხელოვნება – დრამატული პოეტიკის უმძლავრესი ხერხი, პერსონაჟის სულიერი განცდების პაუზით გადმოცემა; წინ უსწრებს სიტყვის წარმოთქმას და მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტს. დუმილის ხელოვნება თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა დრამატული ჟანრისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ტრაგედიაში, სადაც ყველაზე დრამატული მომენტები, ძალიან ხშირად, სწორედ პაუზით გადმოიცემა.

დუმილის ხელოვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სტანისლავსკი, თუმც გულისხმობდა არა პაუზის ეფექტს დრამატულ მომენტებში, არამედ სცენაზე უსიტყვოდ მოქმედების ხელოვნებას, რასაც მიიჩნევდა კიდეც გარდასახვის უტყუარ ნიშნად. მანვე თეატრალურ პრაქტიკაში დაამკვიდრა ცნება „დუმილის ზონა“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები