ეგზეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგზეტიკა - (ბერძ.) განმარტება. ბიბლიასთან მიმართებაში აღნიშნავს თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც განმარტავს წმინდა საღმრთო წერილს ყველა იმ სამეცნიერო მეთოდის გამოყენებით, რომლებიც ტექსტის სრული და სწორი განმარტებისთვისაა საჭირო და აუცილებელი.

ქრისტიანულ ეგზეტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგ. I საუკუნის მოციქულები და წმ. მამები, როცა ბიბლიიდან ციტატებს მოიხმობდნენ, ხშირად მათ განმარტებასაც ურთავდნენ, III-IV საუკუნეებში კი უკვე არსებობდა ნამდვილი ეგზეტიკური სკოლები. მაგ: ალექსანდრიული და ანტიოიქიური.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები