ეიზოლდტი ჰერტრუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერტრუდა ეიზოლდტი

ჰერტრუდა ეიზოლდტი – (გერმ. Gertrud Eysoldt, 1870-1955), გერმანელი მსახიობი ქალი.

მიუნხენის კონსერვატორიის დრამატული კლასის დამთავრების შემდეგ, მოღვაწეობდა მიუნხენის სასახლისკარის, მეინინგის, შტუდგარტის, „შილერ-თეატრის“, „ლესინგ-თეატრის“ სცენებზე. 1902 წ. მ. რეინჰარდტმა მიიწვია მცირე თეატრში. აქ მან დაიკავა წამყვანი მსახიობის ადგილი. გამოირჩეოდა როლის ღრმა გააზრების უნარით, ტემპერამენტით, გრძნობის ნიუანსირებულად გადმოცემის უნარით. მის ხელოვნებაში შეთავსებული იყო გროტესკი და ლირიკა, ახასიათებდა კონტრასტულობა, მკაფიო გამომსახველობა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები