ეკონომიკური განვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური განვითარება (economic development) - საზოგადოებრივი ცხოვრების დონის ამაღლებისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესი. მოიცავს სამ მნიშვნელოვან შემადგენელს:

  1. შემოსავლების, მოხმარების, განათლების, ჯანდაცვისა და ა.შ. დონის ზრდას;
  2. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური სისტემების ფორმირების საფუძველზე ადამიანთა ურთიერთპატივისცემის ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
  3. ისეთი სიტუაციის შექმნას, როდესაც საზოგადოებას აქვს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზების არჩევის შესაძლებლობა.

ეკონომიკური განვითარება იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ქცევაში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, უთანასწორობის შემცირებასა და უმუშევრობის აღმოფხვრაში. მისი მეშვეობით ვითარდება ეკონომიკური სისტემა და მზადდება ცხოვრების დონის ხარისხის შემდგომი ამაღლების მატერიალური და სულიერი პირობები.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები