ეკონომიკური ზრდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური ზრდა - (economic growth), განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით - ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება, პოტენციური მეპ-ის მატება, გამოხატული შესადარი (მუდმივი) ფასებით; ქვეყნის მთლიანი წარმოებისა და მოხმარების ზრდა, რომელიც ხასიათდება ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, როგორიცაა: მშპ, მეპ, ეროვნული შემოსავალი და ა.შ. ფართო გაგებით - სოციალურ ინსტიტუტებში, საკუთრების სტრუქტურაში ცვლილებების პროცესი, რომელიც მოასწავებს ზრდის ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლას. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება, მაგალითად, უ. როსტოუს ცნობილი თეორია ეკონომიკური განვითარების სტადიების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების ისტორიული ცვლის მარქსისტული თეორიის ანტიპოდია.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები