ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორი (ეპისკოპოსი)

ნესტორი - ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, (5.IX.1853, ქუთაისის გუბერნია, ს. მუხაყრუა - 15.VI.1938, ქუთაისი) - ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წლდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წელს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წელს ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1887 წლიდან ჯერ ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, შემდეგ ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1888 წელს წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1889 წლის შემდეგ პერიოდში სხვადასხვა დროს იყო: ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესე; ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესე; გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარე; აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში; აღიკვეცა ბერად; მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარი; მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში.

1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია, 1918-1923 წლებში გელათის მონასტრის წინამძღვარი.

1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის, ეპისკოპოს ქრისტეფორეს, მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წელს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლიდან წილკნელია. 1930 ითხოვა პენსიაზე გასვლა. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ნ. სონღულაშვილი, ეპისკოპოს ნესტორის (ყუბანეიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. XI. თბ., 2009;
  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნესტორი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები