ერგეაშვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგეაშვა (აჲრგჲაშοა ) - აფხ. აერგის სიმღერა 1. მიქელ-გაბრიელისადმი მიძღვნილი სიმღერა; 2. „წმინდა ცეცხლის“ მოპოვების დროს ტრადიციული რელიგიური სიმღერა. ადამიანის ან ცხოველის ეპიდემიის შემთხვევაში, აფხაზები კერიაში ცეცხლს აქრობდნენ, შემდეგ კი,ორი მშრალი თხილის ტოტის ხახუნით „წმინდა ცეცხლს“ მოიპოვებდნენ. XVIII საუკუნიდან XIX ს-ში მეგრელი და აფხაზი მწყემსები სამურზაყანოს საძოვრებზე ერთად მწყემსავდნენ საქონელს, გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ მთაში. სამურზაყანოელი ქართველი (მეგრელი) მწყემსების ყველაზედიდი მფარველი მთავარანგელოზი იყო, რომელსაც ისინი მიქამ-გარიოს უწოდებდნენ. იგი მთების, ცის მნათობების, მზის ბატონ-პატრონი იყო და მას დარი, ელვა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა ემორჩილებოდა. მეგრელი და აფხაზი მწყემსები „მიქამ-გარიოს“ სიმღერით ერთად ადიდებდნენ. აფხაზები მიქელ გაბრიელს „ერგეს“ (ე.ი. მეგრელი _ ხალხის მნიშვნელობით), ხოლო მიქამ გარიოს ტბას „ერგე-მშთრას“ (ე.ი. მეგრელთა შთამომავლების წყალს) უწოდებდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები