ეფექტი (სცენური)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფექტი – (ლათ. effectus – შთაბეჭდილება, ზემოქმედება), ფრენის, ცურვის, წყალდიდობის, ხანძრის, აფეთქების, მიწისძვრის, ნგრევის და ა.შ. შთაბეჭდილების შექმნა საგანგებო ხელსაწყოებითა და მოწყობილობებით.

სცენური ეფექტი ჯერ კიდევ ანტიკურ თეატრში გამოიყენებოდა (ეორემა, ეკიკლემა), რომის იმპერიის ხანაში სცენური ეფექტები ახლდა მიმოსების სპექტაკლებს. სცენური ეფექტებით გაჯერებული იყო შუა საუკუნეების საეკლესიო წარმოდგენები. მისტერიების მრავალრიცხოვანი სცენური ეფექტების მისაღწევად ზრუნავდნენ საგანგებო „სასწაულთა ოსტატები“. XVI-XVII სს. დამკვიდრდა დიდებული, საუცხოოდ გაფორმებული სპექტაკლები სასახლის კარზე და საჯარო თეატრებში. საგრძნობლად გაიზარდა მემანქანის და დეკორატორის მნიშვნელობა. XIX-XX სს. მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა ფეერიული წარმოდგენები, სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა სცენურ ეფექტებს.

თანამედროვე თეატრში სცენური ეფექტები მიიღება უამრავი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კომპიუტერულმა სცენოგრაფიამ ახალი სული შთაბერა სცენურ ეფექტებს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები