ექსპრესიონიზმი მუსიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპრესიონიზმი მუსიკაში - მუსიკაში ექსპრესიონიზმის ნიშნებით არის აღბეჭდილი ზოგიერთი გვიანდელი რომანტიკული ნაწარმოები (გ. მალერის ბოლო სიმფონიები, რ. შტრაუსის ოპერები „სალომე“ და „ელექტრა“). მუსიკალური ექსპრესიონიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან ა. შონბერგი და მისი სკოლა (ა. ბერგი, ა. ვებერნი). ექსპრესიონისტების ოპერები (ფ. შრეკერის „შორეული ზარები“, 1912; შონბერგის „მოლოდინი“ (1909), „ბედნიერი ხელი“, (1913), „მოსე და აარონი“ (1932), ბერგის „ვოცეკი“ 1921 და სხვ.) გამსჭვალულია პესიმისტური განწყობილებით, ზოგჯერ – გროტესკით და მისტიკით. მუსიკის ხელოვნების ობიექტური ნორმების უარყოფამ ექსპრესიონისტები მიიყვანა თემატიზმის, კილოს, მელოდიისა და ჰარმონიის ფაქტობრივ უარყოფამდე. ექსპრესიონიზმის გავლენა განიცადეს მრავალი ქვეყნის სამუსიკო სკოლებმა და ცალკეულმა კომპოზიტორებმა.

წყარო

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები