ვაკუუმირებული ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკუუმირებული ბეტონი − ახლადჩაწყობილი ბეტონის სახეობა, რომელშიც ზედმეტი წყლისა და ჩათრეული ჰაერის ნაწილაკები მოცილებულია ვაკუუმირებით (ჰაერის გაიშვიათებით). წყლის რაოდენობა ბეტონის ნარევში დასაშვებია იყოს ცემენტის მასის 20%-მდე. ზედმეტი წყალი ბეტონის გამაგრების პროცესში ორთქლდება და იწვევს ბზარებისა და ფორების გაჩენას, რაც ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს, სიმკვრივეს, წყალუჟონადობას და აუარესებს საექსპლუატაციო მაჩვენებლებს. ვაკუუმირებას აწარმოებენ ფარების საშუალებით ჰორიზონტალურად (სართულშუა გადახურვა, კამარა, გუმბათი და სხვ.) და შვეულად (სვეტი, კედელი და სხვ.). ვაკუუმირების შემდეგ ბეტონის ფენა ექვემდებარება ვიბრაციით დამუშავებას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები