ვარდოსანიძე მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ ვარდოსანიძე

ვარდოსანიძე მარიამ ოტიას ასული - (1864, ქუთაისი - 1943) - იყო ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ცნობილი მასწავლებელი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის სრული კურსი 1883, შემდეგ - დამატებითი მერვე კლასი 1884 და მიიღო მასწავლებლის წოდება.

  • 1884-1886 წლებში ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია;
  • 1894-1904 წლებში იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მუშაობს;
  • 1904-1906 წლებში ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელია;
  • 1906-1919 წლებში ქუთაისის საეპარქიო უფროსი;
  • 1921-1923 წლებში ქუთაისის მე-12 შრომის სკოლის გამგე;
  • ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიისშემდეგ - ქუთაისის პირველი ოთხწლიანი შრომის სკოლის გამგე.

იგი მოსწავლეებს მეცნიერების საფუძვლებს აზიარებდა და სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავდა. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სხვა მუშაკებთან ერთად შეუდგა საკვირაო სკოლების ორგანიზაციის საქმეს. 1891-1914 წლებში იყო ქუთაისის პირველი საკვირაო სკოლის შეუცვლელი გამგე. სკოლის სასარგებლოდ სისტემატურად მართავდა საღამო-კონცერტებს, წარმოდგენებს, კერძო პირებისგან აგროვებდა შემოწირულობებს და ასეთი საშუალებებით საკვირაო სკოლას არსებობისთვის საჭირო პირობებს უქმნიდა.

დამოუკიდებლობის წლებში მან დიდი როლი ითამაშა სკოლების გაეროვნების, განათლების რეფორმის გატარების საქმეში. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

„სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, წიგნი II, სამეცნიერო მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, 1955.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მარიამ ვარდოსანიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები