კასტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვარნა (ინდუიზმი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარნა - საზოგადოების ენდოგამიური უჯრედი, რომელსაც ახასიათებს საკუთარი სპეციფიკური პრესტიჟი, საქმიანობის სახეები და სოციალური სტატუსი.

ინდუსთა რწმენით, ღმერთებმა საზოგადოება დაყვეს ვარნებად, ანუ, ევროპული ტერმინით - კასტებად. „ვარნა“ ნიშნავს ფერს.

კაცობრიობა შედგება ოთხი ფერის ანუ ვარნისაგან: ბრაჰმანების, ქშატრიების, ვაიშიების და შუდრებისაგან.

მათგან თითოეულს საკუთარი ფუნქცია, ღირსება და წარმომავლობა აქვს. ამის თაობაზე ვედებში ნათქვამია („სავიტრი“, შესავალი, თარგმანი და კომენტარები ე. ალექსიძისა, თბ., 1986, გვ. 5). ბრაჰმანები შეიქმნენ ბრაჰმას ბაგეთაგან, ქშატრიები - ხელებისაგან, ვაიშიები - თეძოებისაგან და შუდრები - ფეხის ტერფებისაგან.

ბრაჰმანები: უმაღლესი ფენა ბრაჰმანთა ვარნაა. ის ემსახურება ღმერთებს. მისი წევრები არიან წმინდა გონებისა და საქმის ერთგულნი. მათი ნიშანია სატტვა - წმიდა საქმე, სულიერი სიწმიდე, ხოლო სიმბოლო - თეთრი ფერი;

ქშატრიები: მეომართა კლასია, რომელთაც აგრეთვე მიეკუთვნებიან მეფეები (რაჯები) და სეფეკაცები. მათი ნიშანია რაჯას - გზნება, ვნება, სწრაფვა, ფერი - წითელი;

ვაიშიები: საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან - ხელოსნები, მიწათმოქმედნი, მეჯოგეები და ვაჭრები. ამ ვარნაში არეულია ბრაჰმანებისა და ქშატრიების ნიშნები და მათი ფერიც ყვითელია (წითელისა და თეთრის ნარევი ძველინდოელთა წარმოდგენით);

შუდრები :უქვემოესი კასტაა - მოჯამაგირენი, რომელთა ფერი არის შავი, - სიბნელის, უმეცრების, ტამასის (პრაკრიტის, ე.ი. ბუნების უმდაბლესი თვისების) სიმბოლო.

ვარნა შთამომავლობითი ინსტიტუტია: ადამიანი, დაბადებული რომელიმე ვარნაში, რჩება ამ ვარნის წარმომადგენლად სიცოცხლის ბოლომდე. თუ რომელ ვარნად უნდა მოევლინოს დედამიწას კონკრეტული სული, განაპირობებს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი საქმეების შედეგი, ე.ი. კარმა. ვინც წესიერ, ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ეწევა, შემდეგი განსხეულება უმაღლეს ვარნაში აღესრულება. ხოლო უღირსი - მდაბალი ადამიანი ქვემო რანგს დაუბრუნდება, ანდა სულაც ცხოველად ან ჭიად მოევლინება ქვეყანას.

ითვლება, რომ ვარნების რწმენა საზოგადოებაში ამყარებს თანხმობასა და წესრიგს, რადგან მოქალაქეებს მორჩილებასა და პასუხისმგებლობას შთააგონებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები