ვასილისკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილისკო - (ბასილისკო) შხამიანი გველი, რომელიც თავისი დასტვენვით (სისინით) აფრთხობს და გარეკს სხვა ცხოველებს, ხოლო სუნთქვით წამლავს სასიკვდილოდ. ზღაპრული გადმოცემით ეს იყო ურჩხული, რომელსაც კისერი და კუდი ჰქონდა გველისა, ბიბილო მამლისა, ფრთები დევისა (დრაკონისა) და ბრჭყალები ფრინველისა. ამასთანავე, იმდენად შხამიანი იყო, რომ შეხედვით და სუნთქვით კლავდა ყოველგვარ ცოცხალ არსებას. ხმა მისი იყო საშინელი ყოველ ცხოველზე.

ახლა ვასილისკოსს უწოდებენ სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (კერძოდ - ღვიანაში, ანუ გვინეაში) მობინადრე ჯოჯოს (დიდ ხვლიკს), რომელსაც ზურგზე ასხია მეტად მაგარი ქერეჭი, ხოლო მოკუზული ხერხემლის გასწვრივ ეკლის მსგავსი გამონაზარდები აქვს. ცხოვრობს ხეებზე და იკვებება ჭია-ღუით.

(ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. ფსალ.90,13)



წყარო

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები