ვენმინსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენმინსი – („ცივილიზებული თეატრი“) ჩინური თეატრალური ხელოვნების სახეობა. აღმოცენდა 1907 წ. შემდეგ. გავრცელდა ჩინეთის ბევრი მსხვილ ქალაქში, განსაკუთრებით კი, შანხაიში.

ვენმინსის წარმოდგენებში შეერთებული იყო ევროპული დრამატული თეატრის (დიალოგის უპირატესობა, ფარდა, დეკორაცია) და ტრადიციული ჩინური მუსიკალური დრამის (შესრულების პირობითობა, იმპროვიზაცია) ელემენტები. დასაწყისში თეატრის რეპერტუარს შეადგენდა დასავლური ლიტერატურის ნიმუშები, ინსცენირებული ან გადამუშავებული, შემდგომში კი გამოჩნდა ორიგინალური ჩინური პიესებიც. არსებობის პირველ წლებში თეატრის ეს სახეობა პოპულარული გახდა, მაგრამ შემდგომ, იუან შიკას დიქტატურის წლებში (1913-16), რეპერტუარი დაფუძნებულ იქნა აქტუალობას მოკლებულ ტრადიციულ ჩინურ პიესებსა და რომანებზე. 1917 წ. მოყოლებული, თეატრმა განიცადა დეგრადაცია და 1920 წ. დაკარგა პოპულარობა. ვენმინსის რამდენადმე ჩამოჰგავს შანხაის ამჟამინდელი თეატრები ტუნსუ ხუაცზუი („პოპულარული დრამა“) და ხუაცზისი („კომედიის თეტრი“).


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები