ვერდენის ბრძოლა 1916

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის სამხედრო მიწათხრილი 1916 წელს

ვერდენის ბრძოლა 1916 - (21 თებერვალი–21 დეკემბერი), I მსოფლიო ომის დროს. მე-5 გერმანული არმია ცდილობდა ფრანგული ფრონტების გარღვევას ვერდენის რაიონში, წაიწია 7–10 კმ-ით, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. ფრანგებმა მოახერხეს გერმანელების შეტევის მოგერიება და დაკარგული პოზიციების დაბრუნება.


გააფთრებულ ბრძოლებში ორივე მხარემ მძიმე ზარალი განიცადა (გერმანელებმა 600 ათ-მდე, ფრანგებმა – 358 ათ.). ვერდენის ბრძოლაში პირველად იქნა ფართოდ გამოყენებული ავტოტრანსპორტი ოპერატიული გადაჯგუფებისათვის (მაგალითად, 27 თებერვლიდან 6 მარტამდე 3900 ავტომანქანით გადაისროლეს 190 ათ. ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი და 25 ათ. ტ. ტვირთზე მეტი).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები